ალტერნატიული რეალობა, რომელიც XX-ე საუკუნის დასაწყისს შეესაბამება. პატარა გოგონას სატის მფრინავი ქვა აქვს. მასზე ხელისუფლების აგენტები და მეკობრეები ნადირობენ, რადგანაც ეს ქვა ძალიან ძვირფასია. გოგონა დამდევნებლებისგან დამალვას სცდილობს და შეხვდება პაზას, თავის თანატოლს, რომელიც მეშახტეების ქალაქში მუშაობს. ერთად ბავშვები გაიგებენ, რომ ქვა – იდუმალი მფრინავი კუნძული ლაპუტას გასაღებია.
დიდი დეპრესიის პირველ წლებში სიტუაცია ხმელთაშუა ზღვაზე ძალზედ გართულდა. მეკობრეთა დაუმთავრებელი თავდასხმების გამო ყველა იძულებული გახდა მცველი ყოლოდა. ამ საქმეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა პორკო როსო.
კოსმოსური ხომალდი, რომელზეც 5000 მძინარე მგზავრია მიემართება პლანეტისაკენ, რომელიც მათი ახალი სახლი უნდა გახდეს. მაგრამ სისტემის ხარვეზის გამო, ერთი მგზავრი პლანეტამდე მისვლამდე 90 წლით ადრე გაიღვიძებს. იგი მიხვდება, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხომალდზე მარტო ყოფნა მოუწევს, ამიტომ იგი მეორე მგზავრსაც აღვიძებს.
სტიქიური უბედურებების უპრეცენდენტო სერიის შემდეგ, მსოფლიო ლიდერები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ ორბიტალური თანამგზავრები ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ რაღაც არასწორად მოხდა და სისტემა, რომელიც დედამიწის დასაცავად შექმნეს , ახლა მასვე უქმნის საფრთხეს.