ახალგაზრდა განგსტერი როჟე სარტე გაქცევას ახერხებს, როდესაც ის სასამართლოს დარბაზიდან ციხეში გადაჰყავთ. სიცილიური კლანის მეთაურის, ვიტორიო მანალეზეს დახმარებით, ყველაფერი კარგად წარიმართება. როჟე მას მსხვილი ძარცვის განსახორციელებლად სჭირდება. კლანი რომში, საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ძვირფასეულობების გატაცებას გეგმავს.

ვაიტ ეაპს მის ძმებთან ერთად მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავს გასაყიდად. მათ ბანდიტები დაესხმიან თავს და უმცროს ძმას მოკლავენ. შურის საძიებლად იგი მახლობელ ქალაქში შერიფად მოეწყობა.

შერონ სტოუნი - სექსუალური ლამაზმანის როლში მეი საბედისწერო წარსულით. მან დაიფიცა შურისძიება განგსტერებზე, რომლებმაც მოკლეს მისი მშობლები და უკვე აირჩია მათთან გამკლავების გზა და იპოვა ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს: გარეგნულად შეუპოვარი CIA-ს დანგრევის ყოფილი ექსპერტი რეი. მაიამი, კურორტი სუპერ მდიდრებისთვის, იქცევა ნადირობის ტერიტორიად, სადაც მეი იზიდავს და აცდუნებს მკვლელებს, რეი კი მათ ოსტატურად აფეთქებს და ფერფლად აქცევს.