როცა მერი გრიფიტი - ღვთისმოსავი ქრისტიანი იგებს, რომ მისი შვილი ბობი - გეია, ფიქრობს რომ ამ ცოდვას ღმერთი მხოლოდ ლოცვით შეუნდობს და მოუწოდებს ეკლესიაში ეძიოს ნუგეში. ბობი კი დედის ამ რეაქციისა და უიღბლო სიყვარულის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. დედა კი შვილის სიკვდილის შემდეგ სექსუალური უმცირესობების ინტერესების დამცველი ხდება.

რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.

მშვენიერ-ცხენოსანთა ისტორიული ეპიკური ნაწარმოები მოიცავს ისტორიას ისლამის დაბადებაზე, როგორც რწმენაზე და მუჰამედის წინასწარმეტყველებაზე.