ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.

დენი და უილერი იმ კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობს. უილერი ყველაფერზე ხალისობს, დენის კი აღარაფერი ახარებს, ყველაფერთან ერთად მას შეყვარებული გოგონა ტოვებს. ერთხელაც ისინი მეპატრონის სატვირთო მანქანას გადააყირავებენ და სასამართლოში აღმოჩნდებიან. საბოლოოდ მათ შეუმსუბუქებენ სასჯელს და ბავშვების აღსაზრდელ პროგრამაში ჩართავენ. დენი და უილერი ერთ დღეში ხვდებიან, რომ ციხეში ჩაჯდომა ჯობდა.

ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.