დედამიწაზე დაბრუნებისას კომერციული კოსმოსური ხომალდი დაიჭერს სიგნალს შორეული პლანეტიდან. როდესაც ამ პლანეტაზე ეკიპაჟის სამი წევრი აღმოაჩენს სათავსოს ათასობით კვერცხით ,ერთერთი კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმება. ეკიპაჟი ვერ აცნობიერებს კარზე მომდგარ კოშმარს, იმას,რომ მათთან უხცოპანეტელი პარაზიტი უნდა დაიბადოს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. აქ ყველა რაღაცას მალავს.

სპრინგვუდის ოთხ მოზარდს ერთი და იგივე კოშმარი აქვს, როდესაც მამაკაცი დამწვარი სახით ქუდში და ხელზე დანით დასდევს და ცდილობს მათ მოკვლას. როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეს საუკეთესო მეგობარი ნენსი ძილში საშინელი სიკვდილით კვდება, გოგონა ხვდება, რომ საშინელმა ბიჭმა მას მიაღწია და ის აქ არ გაჩერდება. ნენსი ცდილობს გაარკვიოს როგორ დაუპირისპირდეს მას, ნენსი მაქსიმალურად ცდილობს ფხიზლად დარჩეს.

სატელევიზიო პროდიუსერი მაქს პენი, რომელიც თავისი საკაბელო არხისთვის, ახალ და ორიგინალურ პორნოგრაფიას ეძებს შემთხვევით ნახულობს "ვიდეოდრომს". აქ ხდება გადაცემის ტრანსლირება სექსის და მკვლელობების შესახებ, რომლის მრავალჯერადი ყურება არამარტო ფსიქიკის, არამედ ადამიანის სხეულის გახრწნასაც იწვევს.

არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.

დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?

ერთხელ, მისი დაბადების დღის ძველი ფილმის ყურების შემდეგ, უკვე ზრდასრულმა დაბადების დღეზე მყოფმა ბიჭმა საკუთარი თავი "ნამდვილი" შენიშნა ვიდეოზე ანარეკლში. ცნობისმოყვარეობით მოხმარებულმა მეგობრებმა იპოვეს იდუმალი მოწყობილობის გეგმა, რომელიც დროის მანქანას ჰგავს. გადაწყვიტეს დასრულებულიყო და გამოეცადათ, რათა დრო უკან დაბრუნებულიყვნენ და შეცდომები გამოესწორებინათ. მაგრამ რა მოხდება, თუ ბოროტი მოზარდების ჯგუფი შემთხვევით ხელში ჩაიგდებს დროის მანქანას? რა თქმა უნდა, სიამოვნება იქნება მანამ, სანამ ვინმე წესებს არ დაარღვევს, მხიარული ხუმრობა კი კოშმარად არ გადაიზარდოს.