სამეცნიერო ფანტასტიკური ზღაპარი უცხოპლანეტელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე დატოვეს, პატარა ბიჭუნამ იპოვნა და დაიმეგობრა. სტივენ სპილბერგის ეს გულისამაჩუყებელი ფანტასტიკა კომერციულად ყველა დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული ფილმია.

ფილმი "დაკარგული ბავშვების ქალაქი" ჟან პიერ ჟენეს მიერ გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკაა მეცნიერზე, რომელიც იტაცებს ბავშვებს და მათ ოცნებებს იპარავს.

სამ ახალგაზრდა ქალს, დინა ჯონსს, ეფი უაიტსა და ლორელ რობინსონს სურთ,რომ პოპის ვარსკვლავები გახდნენ. მათი ოცნება სრულდება,როდესაც ლეგენდარული ჯეიმს ეარლის ჯგუფში მოხვდებიან. მალე მათი სოლო კარიერაც დაიწყება, მაგრამ როდესაც დინას ჯგუფის სოლისტად დაასახელებენ,მეგობრების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება.

დოქტორი ტეს კოლმანი 15 წლის ქალიშვილთან, ანასთან ერთად ვერ ხვდება. მათი ცხოვრებისეული დამოკიდებულება და გემოვნება ფაქტიურად ყველაფერში განსხვავდება. ეს ეხება არა მხოლოდ მოდას, ვარცხნილობას და მუსიკას, არამედ მამაკაცებსაც. ჩხუბი სახლს სულ არყევს: ტესი არ იწონებს ქალიშვილის მუსიკალურ გემოვნებას, ანა კი ვერ იტანს დედის საქმროს, თუმცა ქორწილი უკვე შაბათს არის დაგეგმილი. ერთ ხუთშაბათს, ეს უთანხმოება სათავეს იღებს. ახლა კი ბედი გადაწყვეტს მათ გამოცდას ჩააბაროს - პარასკევს დილით ადრე, დედა და ქალიშვილი აღმოაჩენენ, რომ მათ სხეული შეცვალეს...