საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.
სატვირთო მანქანის მძღოლი ჯეკ ბარტონი მეგობარის თხოვნით აეროპორტში მიდის მისი საცოლის დასახვედრად. მას არც კი წარმოედგინა, რომ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში ჩაბმა მოუწევდა. მეგობრის საცოლეს აქვს ზურმუხტისფერი თვალები, ამის გამო მისი ცოლად შერთვა უკვდავ ლო პანს აქვს გადაწყვეტილი.
ფაშისტურ მომავალში არანაირი გრძნობა არაა დაშვებული. კაცი, რომელიც კანონის დაცვას ედგა სათავეში, სისტემის დასამხობად აღსდგება.