სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის- მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ააამხედრებს.
რუსი მეცნიერი და მწერალი ვლადიმირ არსენიევი მოგზაურობს ტაიგაში, სადაც ხვდება ადგილობრივ მონადირე დერსუ უზალას - ბრძენს, კეთილ და მამაცი კაცს.
1914 წელი,აღმოსავლეთი აფრიკა.ჯინით გაჟღენთილი კაპიტანი ჩარლი თავის გემით ჩადის სოფელში,სადაც უბრწყინვალესი სემიუელის და მისი გაუთხოვარი დის როზის ქრისტიანული მისიაა.მათ ველურ აფრიკულ ჯუნგლებში თავი ისე უჭირავთ,თითქოს ჯერ კიდევ ინგლისში არიან.მაგრამ ომი აფრიკამდეც მივა. გერმანელი ჯარისკაცები მისიაში შეიჭრებიან და სემიუელს კლავენ.როზა კი გაიქცევა ჩარლისთან ერთად.მუდმივ ურთიერბრძოლაში მყოფი ქედმაღალი მისიონერი ქალი და უდარდელი კაპიტანი სახიფათო და რომანტიკულ თავგადასავლებში გაეხვევიან.
ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ. ის ქალად გადაიქცევა.