დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ვეიდ ვოლკერი იგივე "მტირალა" ცდილობს მოიგოს ელისონ ვერნონ-ვილიამსის გული. ელისონი გადაწყვეტს ცუდი გოგო გახდეს, მას თავდავიწყებით შეუყვარდება მტირალა.
რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.
საიმპერატორო პინგვინების სამყაროში, სადაც პინგვინები სიმღერით პოულობენ თავიანთ სულიერ მეგობრებს, პატარა პინგვინი იბადება, რომელმაც არ იცის სიმღერა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივად ცეკვა შეუძლია.
ენდრიუ ლოიდ ვებერის ცნობილი მიუზიკლის ეკრანიზაცია. ფილმი მოგვითხრობს არგენტინის ლეგენდის ევიტა დუარტეს ცხოვრებაზე.