უმუშევარი პროვინციელი ახალგაზრდა ამერიკის გულში - ნიუ-იორკში ხვდება და მაშინვე იწყებს მუშაობას ჰადსაკერის კორპორაციაში. ზუსტად ამ დროს ჰადსაკერი ფანჯრიდან ხტება, დირექტორთა საბჭო კი, მას ახალ თავმჯდომარედ ირჩევს.

უდედოდ გაზრდილი ორი დისთვის ერთმანეთი აღარ არსებობს.

ჟურნალ «ფლეიბოის» მოდელი გოგონა თავის «მამიკოს» შორდება და კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გადადის საცხოვრებლად, და კურსელ გოგონებს საპირისპირო სქესთან მოქცევას ასწავლის.

ლესლიმ მამის დატოვებული სათამაშოების ქარხანა უნდა გადაარჩინოს ბოროტი ბიძისგან.