ნიკ კასავეტესის 2002 წლის ფილმი, მთავარ როლში დენზელ ვაშინგტონით. დენზელი ასრულებს ჯონ ქუინსი არჩიბალდის როლს, რომლის ვაჟს მძიმე დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, ბიჭს გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება. ოპერაციას დაზღვევა ვერ ფარავს, ჯონი მძევალს აიყვანს და ითხოვს შვილი დონორთა სიაში ჩასვან.

20 წლის ბრუნოს და 18 წლის სონის ახლახანს შეეძინათ ვაჟი ჯიმი. ბავშვის მოსავლელად საჭიროა ფული, ახალგაზრდა წყვილს კი ძლივს გააქვს თავი სონის შემწეობის მცირე თანხითა და ბრუნოს იშვიათი თაღლითური შემოსავლებით. ერთხელაც ახალგაზრდა, უპასუხისგებლო მამა, რომელიც ოცნებობს მხოლოდ მარტივ შემოსავალსა და ღატაკური ცხოვრების დასასრულზე მიდის საშინელ გარიგებაზე.

ჰილსაიდი - ლამაზი პატარა ქალაქია სადღაც ამერიკაში. ვიღაცას ის შეიძლება ამერიკული ოცნების ქალაქად მოეჩვენოს. მაგრამ მოზარდმა დინმა მის შესახებ გაცილებით მეტი იცის.

ანა ლამაზი ქვრივი ქალია, რომელიც საბოლოოდ გადაწყვიტს ისევ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და გათხოვდეს. ანა შეხვდება 10 წლის ბიჭს, რომელიც განუცხადებს, რომ მისი ახალი საქმრო აწგანსვენებული მისი ქმარია. ანნას ისტორია აბსურდ ჰგავს, მაგრამ ვერაფრით იგდებს ბიჭის მონაყოლს თავიდან.