დაქვრივებული როსარია პარონდი, თავის ოთხ ბიჭთან ერთად გადაწყვიტავს საცხოვრებლად მილანში გადავიდეს, სადაც მისი მეხუთე შვილი ცხოვრობს. თანდათან ყველა ძმა თავის ადგილს და სამუშაოს პოულობს. მაგრამ ერთ დროს შეკრულ ოჯახში განხეთქილებაა: როკო თავის სასტიკ ძმასთან - სიმონთან წინააღმდეგობაში მოდის. განხეთქილების მიზეზი მსუბუქი ყოფაქცევის ნადიაა.

ომიდან სახლში მიმავალი პოლი მატარებელში ერთ გოგონას გაიცნობს, რომელიც კოლეჯის ცოლიანი პროფესორისგან ბავშვს ელოდება. პოლი გადაწყვიტავს მას დაეხმაროს და დესპოტი მამის წინაშე თავი ბავშვის მამად გაასაღოს.

ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც მხედველობას კარგავს. ის ვეღარ შეძლებს ფილმების გადაღებას. მას ტოვებს შეყვარებული ქალი, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო. მხედველობასთან ერთად ყველაფერს კარგავს. საკუთარი ცხოვრების ტრაგედიას ის მხოლოდ 14 წლის შემდეგ ეგუება, როდესაც ახალგაზრდა დამხმარეს გადაუშლის გულს.