ვირიდიანას ბიძას, რომელმაც იზრუნა თავისი ძმიშვილის განათლებაზე, ძალიან უნდა ნახოს ის მონაზვნად აღკვეცამდე. სინამდვილეში ის დიდი ხანია შეყვარებულია თავის ძმისშვილზე. ეს ვნება იმდენად ააღელვებს ვირიდიანას, რომ ის გადაწყვეტს აღარ დაბრუნდეს მონასტერში.
დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.
მაირა სევიჯი, თვითგამოცხადებული ექსტრასენსი, გეგმავს გახდეს ცნობილი. ის არწმუნებს თავის ქმარს ბილის, მოიტაცებს მდიდარი ადამიანების ქალიშვილი, მოითხოვოს გამოსასყიდი და შემდეგ „იპოვოს“. გეგმამ იმუშავა, მაგრამ ბილი მოულოდნელად ხვდება, რომ მისი ცოლი არ აპირებს ბავშვის ცოცხლად დატოვებას.