ცნობილი პროფესორი ჰენრი ჰიგინსი თავის მეგობართან ერთად დებს ფსონს, რომ შეუძლია ასწავლოს გაუნათლებელ ქუჩის ყვავილების გოგონას ელიზას სწორი მეტყველება და მაღალი საზოგადოების მანერები და გადასცეს იგი ნამდვილ ქალბატონად.

ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1930 წლის გერმანიაში და მოგვითხრობს ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომუშავე ამერიკელი მომღერალი ქალის სასიყვარულო თავგადასავალის შესახებ.

დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

ვეიდ ვოლკერი იგივე "მტირალა" ცდილობს მოიგოს ელისონ ვერნონ-ვილიამსის გული. ელისონი გადაწყვეტს ცუდი გოგო გახდეს, მას თავდავიწყებით შეუყვარდება მტირალა.

რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.