დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.

ვიეტნამში, ომის დროს, სპეცაგენტი მიემგზავრება მდინარით კამბოჯაში, რათა მოძებნოს და მოკლას ჭკუიდან ნახევრადშეშლილი პოლკოვნიკი, რომელმაც შორეულ რაიონში ძალადობის მაგვარი საკუთარი სამეფო შექმნა. გზაში ჩვენ ვხედავთ ომის საშინელებათა თითქმის სიურეალისტურ სამყაროს.

ამერიკელი ჯარისკაცების საწვრთნელი ბაზა, 1968 წელი, ვიეტნამის ომის პერიოდი. სტენლი კუბრიკის ფილმი წარმოადგენს გუსტავ ჰასფორდის წიგნის ეკრანიზაციას, ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე.

ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება.

ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!

გვიანი ბრინჯაოს ხანა, 1250 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტი იწყება, მას შემდეგ რაც ტროელი პრინცი, პარისი, სპარტის დედოფალ ელენეს დაარწმუნებს, რომ ქმარი მენელაოსი მიატოვოს და გაჰყვეს მას ტროაში. როდესაც მენელაოსი შიტყობს, რომ მისი ცოლი ტროელებმა წაიყვანეს, იგი თავის ძმას აგამენონს მის დასაბრუნებლად დახმარებას სთხოვს. აგამემნონი ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას დაინახავს და ორმოცდათი ათასი ბერძენი ათასი ხომალდით ტროასკენ გაემართება. აქილევსის დახმარებით ბერძნებს ძალუძთ ეომონ აქამდე დაუმარცხებელ ტროელებს, მაგრამ მათ როგორმე უნდა შეაჩერონ ჰექტორი, ტროელი პრინცი. მათი საბრძოლო შერკინებები და ბედისწერის წინასწარმეტყველებანი მთელ ფილმს გასდევს. ფილმი გადაღებულია ვოლფგან პეტერსენის მიერ, ჰომეროსის "ილაიდის" მიხედვით .