პატარა 8 წლის იშან ავატი დანადებიდან განსხვავდება სხვა ბავშვებისაგან. მას გაცილებით უჭირს იმის ათვისება დასაც მისი ასაკის ბავშვები მარტივად აკეთებენ. მისი გაგება მშობლებს უჭირთ, როდესაც იშანი მესამე ჯერზეც ვერ ჩააბარებს გამოცდას სკოლაში, მამა დასჯის და სკოლა-ინტერნატში გააგზავნის.

სურათი პაკისტანის ციხეში მყოფი წვერიანი ვირ პრატან სინგჰას ჩვენებით იწყება. მას პატიმრობის მანძილზე არც ერთი სიტყვა არ უთქვია! რა მიზეზით არის ის ჩუმად?

როდესაც მშვენიერ ჩინელ პრინცესას გაიტაცებენ, იმპერატორი ველურ დასავლეთში გააგზავნის სამ ყველაზე ერთგულ და გამოცდილ მებრძლებს. ჩონ ვანგი, რა თქმა უნდა. არ აღმოჩნდება მათ რიცხვში. მაგრამ საიდუმლო გზით ის მოახერხებს სამხედრო დელეგაციაში მოხვედრას და ამერიკის და დაუჯერებელი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდება.

ამბავი კაცის შესახებ, რომელმაც გამოიწვია არმიის აჯანყება და, შედეგად, პირველი ინდოეთის დამოუკიდებლობის ომი. ისტორია ეფუძნებოდა რეალურ ფაქტებს, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა შორეული წარსულის მოვლენების აღწერიდან. დავიწყებული გმირი მანგალ პანდეი, რომლის სახელიც ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ აჯანყების სიმბოლოდ იქცა და ბრიტანელი კაპიტანი უილიამ გორდონი საგის მთავარი გმირები არიან. ბრაჰმინის მეომარი მანგალი დაუმეგობრდა თავის მეთაურს, უილიამს, მას შემდეგ რაც სიცოცხლე გადაარჩინა ავღანეთის ომში. მათი მეგობრობა ძლიერი ჩანდა იმ მოვლენებამდე, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გამოიწვია.