ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.
ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!
CIA-ს ფარული დაქირავებული მიჩ რაპი ტერორისტულ თავდასხმაში მისი საცოლის დაკარგვით განადგურებულია. CIA-ს დირექტორის მოადგილე სტენ ჰარლის ავალებს გაწვრთნას გულგატეხილი, მაგრამ სერიოზული მიჩი ტერორისტული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად და კრიმინალების დასადევნად. ისინი ერთად იკვლევენ ერთი შეხედვით შემთხვევითი თავდასხმების ტალღას სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. მაგრამ მოგვიანებით, პარტნიორებს მოუწევთ გაერთიანდნენ თურქ აგენტთან, რათა თავიდან აიცილონ მესამე მსოფლიო ომის დაწყება ახლო აღმოსავლეთში.
წიგნის ჯადოსნური პერსონაჯები რეალურ სამყაროში ცოცხლდებიან და ქალაქის ქუჩებში ნამდვილ ტერორს აწყობენ. სამ მეგობარს ბოროტი თოჯინა სლეპის შეჩერება მოუწევთ, რომელიც ქალაქში ჰელოუვინის ნამდვილ კოშმარულ დღესასწაულს აწყობს.
უდაბნოს თავს დაატყდა საშინელი ქარიშხალი, რომელშიც სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავი მოხვდა. გადარჩა რამდენინე ადამიანი. წყალი და საჭმელი მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფათ. მობილური დადუმდა, რადიო გადამცემი გაფუჭდა.
ინგლისი. XX საუკუნის დასაწყისი. ანგელა დერეველი ღარიბი, მაგრამ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც წარმატებისა და სიყვარულის იმედით ცხოვრობს... პირველი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, ის თავს აღწევს პროვინციულ სიღარიბეს და მოდურ ცხოვრებას იწყებს... ოცნებობს ცნობილ რომანისტობაზე, არფაზე დაკვრას სწავლობს და თავის ცხოვრებას ლამაზი სურათებითა და სკულპტურებით ილამაზებს... მაგრამ მის გზას სოციალურ კიბეზე, შეცდომები და თავგადასავლები მხარდამხარ მიჰყვება.