ჯინი მწერალია, გათხოვილია და ორი შვილის დედაა. სახლში ის უცნაურ ცვლილებებს ამჩნევს. მის გარშემო ამას ვერავინ ხედავს. ოჯახის წევრები ამას მისი წიგნის დამთავრებისგან გამოწვეულ სტრესს აბრალებენ, მაგრამ ჯინი ხვდება, რომ რაღაც ბევრად ღრმა და შემაშფოთებელი ხდება. დედამისის სახლში ნაპოვნი ფოტოსურათის გამო ის იტალიაში გაემგზავრება, სადაც სხვა ქალად გადაქცეული, საკუთარი ვინაობის საიდუმლოს გაარკვევს.

ფილმში მოვლენები შობის წინა დღეებში ვითარდება. ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში სადგომზე ქალბატონი ერთ–ერთ მანქანაზე ხელწერილს დატოვებს.ოთხი კრიმინალი სადგომზე დაბრუნებისას ამ ხელწერილს აღმოაჩენენ და ქალის დევნას დაიწყებენ.მაგრამ მათ ვერ წარმოედგინათ,რომ ქალბატონს გადარჩენის დიდი შანსი აქვს.