ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ. ის ქალად გადაიქცევა.
შირინისათვის იდეალური სპარსული ოჯახის წევრობა საკმაოდ რთულია:მშობლებმა არაფერი იციან სიყვარულზე შვილის თავისუფალი შეხედულებების შესახებ, მეგობარს კი არ ესმის თუ რატომ ვერ ეუბნება ის მათ ამას. ძმის ირანელ გოგოზე დანიშვნის შემდეგ, შირინი შეწინააღმდეგებას იწყებს.