რომის მახლობლად ორი მეგობარი დოღს უყურებს. პასკალი ობოლია, გუზეპე კი ცხენს აჭენებს. ისინი ფულს ცხენის საყიდლად აგროვებენ, რათა თავად იჯირითონ.

გერმანიაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ აჰმედი დასასვენებლად მიდის სამშობლოში, ირანში. შეძლებს თუ არა ის ახალი ცხოვრების დაწყებას ძველ სამშობლოში? იპოვის ის ახალ მეგობარს ელიში, საბავშვო ბაღის აღმზრდელს? როგორ არის აგებული თანამედროვე ირანული საზოგადოება?

შუა ქალაქში სნაიპერი კლავს 5 შემთხვევით გამვლელს. პოლიცია სწრაფად ახდენს მკვლელის იდენტიფიცირებას და აკავებს მას, ერთადერთი რასაც ეჭვმიტანილი იხვეწება იპოვონ ჯეკ რიჩერი.

მეორე საუკუნე. ახალგაზრდა ცენტურიონი მარკუს აკილა რომიდან ბრიტანეთის კუნძულებზე ჩამოდის და შოტლანდიის მთებისკენ მიემგზავრება. ის 20 წლის წინ დაკარგულ ლეგენდარულ მეცხრე ლეგიონს ეძებს, რომელსაც მამამისი მეთაურობდა. რადაც არ უნდა დაუჯდეს მარკუსმა რომაელი მეომრების კვალი უნდა მოძებნოს და ლეგიონის მთავარი სიმბოლო გადაარჩინოს.