მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა. დღისით-მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გულისთვის. მოწმემ - ცხრა წლის კალოჯერომ - არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო,სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა.

პირველ მსოფლიო ომამდე პარიზში ორი მეგობარი ცხოვრობდა - ავსტრიელი ჟიული და ფრანგი ჯიმი. ერთ დღეს მათ მუზეუმში უძველესი ქანდაკება ნახეს და შეუყვარდათ იგი. მალე მათ ცხოვრებაში გაჩნდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ქანდაკებას და მოხიბლა ორივე.