უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა "მებრძოლთა კლუბები" ყველა ქალაქში ყალიბდება.
სამოქალაქო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცი ჯონ დუნბარი თვითმკვლელობით ცდილობს სიცოცხლის დასრულებას, მაგრამ ამის მაგივრად ხდება გმირი. ჯილდოს სახით მას გადაიყვანენ დასავლეთ საზღვართან მიტოვებულ ფორტში, სადაც ის დაუმეგობრდება ადგილობრივ ინდიელთა ტომს.
გაუმაძღარი უზარმაზარი თეთრი ზვიგენი ემიტი აილენდის მაცხოვრებლებს ატერორებს. ოკეანოლოგი, პოლიციის უფროსი და ზვიგენებზე მონადირე, ამ სისხლისმსმელი არსების დასამარცხებლად იბრძვიან.
1923წ. ცნობილი მწერალი, ვირჯინია ვულფი მორიგი რომანის, “მისის დელოუეის” წერას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო მწერლის, არამედ მკითხველთა ცხოვრებაშიც - ფილმის ძირითადი სიუჟეტის პარალელურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ამ რომანის გავლენას 50-იანი წლებისა და თანამედროვე დროის ორ მკითხველ ქალზე.