მფრინავი ჯეი კოკრენი მექსიკაში უფროს მეგობართან – პოლიტიკოს, ბიზნესმენ და მაფიოზ ტიბურონ მენდესთან ჩადის სტუმრად. მოხუცი ტიბურონის მომხიბვლელი ახალგაზრდა ცოლი კოკრენს გულგრილს ვერ ტოვებს. ახალგაზრდები თავს უფლებას აძლევენ ვნებას მიეცენ, მაგრამ მაფიოზის გაცურება არც ისე ადვილია. შეურაცხყოფილი ტიბურონი საყვარელ ცოლზე და საუკეთესო მეგობარზე სასტიკად იძიებს შურს.

დეტექტივ ჯონ ბერლინს, სერიული მკვლელის კვალზე მიმავალი, არ აქვს რაიმე მტკიცებულება ან ეჭვმიტანილი. და არ არსებობს ალიბი. "ქვის ჯუნგლების" დაძაბული რიტმით დაღლილი, წარუმატებელი ქორწინებიდან გამოჯანმრთელების, ალკოჰოლიზმისგან განკურნებული, ლოს-ანჯელესელი პოლიციელი ჯონ ბერლინი გადაწყვეტს შეცვალოს სიტუაცია. ის იღებს მოწვევას მეგობრისა და კოლეგისგან და ჩადის ჩრდილოეთ კალიფორნიის ერთ პატარა ქალაქში. მაგრამ სასურველი მშვიდი სოფლის ცხოვრების ნაცვლად, ჯონი უნდა ჩაერთოს სერიული მკვლელის ძიებაში, რომლის მსხვერპლიც შვიდი ახალგაზრდა ბრმა გოგონა იყო.

ფსიქოლოგიური თრილერი რომელიც ანამორფოსის კონცეფციას ეფუძვნება.ფილმი მოგვითხრობს პოლიციელზე, რომელსაც მკვლელ–იმიტატორზე მიყავს საქმე. დამნაშავე მკვლელობებს კოპირებს, რომლებიც მანიაკებს ჩაუდენიათ, რომლებსაც მთავარი გმირი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გაუსწორდა.