მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

ბილიარდის მოთამაშე ედი ფელსონი უბრალოდ მოიქცა: თავიდან მოწინააღმდეგეს მოგების უფლება მისცა, შემდეგ ფსონები გაბერა და ფაქტიურად ტყავამდე გაშიშვლდა მეტოქეს. ნიუ-იორკში ლეგენდარული დუელი გაიმართა: ედი ფელსონი მინესოტას მსუქან მამაკაცს დაუპირისპირდა.

ორი მარტოსული ადამიანის სიყვარულის ისტორია. გოგონა , რომელსაც უნდოდა გადამხტარიყო ხიდიდან სენაში და არც ისე ახალგაზრდა დანების მსროლელი მამაკაცი, რომელსაც თავისი წარმოდგენისათვის სჭირდებოდა ასისტენტი ქალი. ისინი როცა ერთად არიან მათ ყველაფერი კარგად გამოსდით, დაშორდებიან რა ერთმანეთს და უკვე აღარაფერი გამოსდით.

კრიზისის შემდეგ, დაქორწინებული წყვილის, დავითის და დიანას ფინანსური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. სასწორზე არის სახლი, რომელიც ახლახან იყიდეს კრედიტით. უკეთეს ვარიანტს ვერ პოულობენ, ისინი მიდიან ლას-ვეგასში, რათა სცადონ ფულის მოგება. იქ, სათამაშო მაგიდასთან, ისინი ხვდებიან მილიარდერ ჯონ გეიჯს, რომელსაც იმდენად მოსწონს დიანა, რომ დევიდის თანხმობით, მილიონ დოლარად სთავაზობს მას ღამის გათევას.