ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობისა და გაძარცვის შემდეგ გაჩნდა ლეგენდა ამაზონკის ჭაობებში ჩაკარგულ ზღაპრულად მდიდარ ქვეყანა ელდორადოზე. 1561 წელს მის საძებნელად გაემგზავრა ესპანელ თაღლითთა ექსპედიცია პისაროს ხელმძღვანელობით. გაუვალ ჯუნგლებში გააგზავნეს 40–კაციანი რაზმი დონ პედრო ურსოს მეთაურობით, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა ეპოვათ ელდორადო. რამდენიმე დღეში რაზმმა მებრძოლების დაკარგვა დაიწყო. ისინი იღუპებოდნენ ინდიელების ისრებისგან და იძირებოდნენ მდინარეში. ურსომ დაბრუნება გადაწყვიტა. მისმა თანაშემწემ, აგირემ აჯანყება მოაწყო, მეთაურობა საკუთარ ხელში აიღო და ექსპედიცია გააგრძელა, მაგრამ მათ უკან დაბრუნება არ ეწერათ...

კოლუმბიის ტყეში დათვის ბელი დაკარგავს დედას. ამ დროს კი ორი მონადირე ნადავლს ეძებს. ბედი დაობლებულ ბელსა და დაჭრილ დათვს შეახვედრებს ერთმანეთს. მათ მოუწევთ ადამიანების წინააღმდეგ გაერთიანება.

თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

გოგონა ფრტენმა იცის, რომ უილბური - სრულიად განსხვავებული არსებაა - მან იცის ბევრად მეტი ვიდრე უბრალო გოჭმა. ახალ ფერმაზე გადასვლის მერე უილბური პოულობს თავისთვის კიდევ ერთ მეგებარს - ობობას სახელად შარლოტა.