ფილმი გადაღებულია ოლივერ სთოუნის სცენარის მიხედვით. ამერიკელი ოფიცერის მეუღლე და შვილი, პარიზის კაფეში, ისლამისტი ტერორისტების დადებული ბომბის აფეთქების დროს იღუპებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, 1993 წელს, ის ყოფილ იუგოსლავიაში იბრძვის, სადაც ხანძრის დროს, ფეხმძიმე სერბ ქალს გადაარჩენს. ეს სასტიკი და სულისშემძვრელი დრამა საშინელ ომს გმობს, რომლის შეჩერებაც ვერაფრით ხერხდება.

ჯაშუშთა წყვილი (კლაივ ოუენი და ჯულია რობერტსი) ერთმანეთს შეეკვრებიან იმისათვის, რომ სამედიცინო ინოვაციების ბაზრის მონოპოლისტები გახდენ, რაც სავარაუდოდ დიდ მოგებას მოიტანს და მათი თანაცხოვრებაც უზრუნველყოფილი იქნება.