რომის იმპერია კრიზისშია, მხედართმთავარი მარკუს ვინიციუსი ბრძოლიდან ქალაქში ბრუნდება და შეუყვარდება ქრისტიანი ქალი, სახელად ლიგია. სიგიჟით შეპყრობილი ნერონი კი უკიდურეს ბოროტმოქმედებებს სჩადის, იგი წვავს რომს და ამას ქრისტიანებს აბრალებს. ვინიციუსი მიჰქრის ნერონის რისხვისგან ლიგიას დასახსნელად, ამ დროს კი მათ ირგვლივ რომის იმპერია ინგრევა.

ბრიტანული იმპერიის ყვავილები, ეგზოტიკური ინდოეთის ფერები, ინგლისური ფანტაზიები. ბეკი შარფი – მხატვრისა და მომღერლის დაობლებული ქალიშვილი ტოვებს საკუთარ სახლს, რათა გოგონების აღმზრდელი გახდეს. ის არის სიმამაცით სავსე, ძლიერ მახვილგონიერი, კარგი გარეგნობის, ფრანგულად თავისუფლად მოსაუბრე და თვალი სოციალურ პროგრესისკენ აქვს. საზოგადოება ცდილობს ყველაფერს, რათა აარიდოს იგი წარმატებას. მოთხრობა მიჰყვება მის კვალს 20 წლის განმავლობაში, სადაც არის ქორწინება, ომი, ბავშვი, ერთგულება სკოლის მეგობრის მიმართ, იმ ოჯახის ცვალებადობები, რომლის ქალიშვილებსაც ის ზრდიდა და ყურადღება მოწყენილი მარკიზისაგან, რომელიც მისი მამის ნახატებს აგროვებდა. პატიოსნება აბალანსებს მის გეგმებს, ის არ არის არისტოკრატი და არც ბურჟუა, არამედ უბრალოდ გაბედული, გონიერი და დაუოკებელი ქალია.

ფილმში პოლიციის ოფიცერი და ნარკობარონის ქვრივი გაურბიან კანონს და შეიარაღებულ მკვლელებს