კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი "ცუდი ბიჭის" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.
კლარენს ვორლი და ალაბამა უიტმენი შეხვდნენ და ღამე ერთად გაატარეს. ალაბამამ აღიარა, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს რთულ სფეროში "call-girl", ანუ "call girl". კლარენს ვორლი არ იყო სუპერმენი, თუმცა, ალაბამას სუტენიორს "ეწვია", მან დატოვა ორი გვამი - სუტენიორი და მისი დაცვა.
ჯონ ანდერტონი, "პრეკრიმინალური" პოლიციის უფროსია 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად ხდება მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს. შეძლებს თუ არა ანდერტონი იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?
პლანეტა არაკისი, ასევე ცნობილი, როგორც დიუნა, 10,991 წელი. ეს ბრძოლის არენაა ბოროტების და დიდსულოვნების შორის, სახიფათო და გამჭვირვალე ინტრიგების სამყარო. გიგანტური ქვიშის ჭიერბი ეღტი მილის სიგრძის დარაჯობენ ფასდაუდებელ განძს - რომლის მეშვეობითაც დროში და სივრცეში მოგზაურობა შესაძლებელი ხდება. ის ვინც აკონტროლებს ამ განძს, აკონტროლებს სამყაროსაც. დიუნას ხალხი ელოდება მესიის მოსვლას, რომელიც წაიყვანთ მათ წმინდა ომზე ბოროტი ხარკონენოვების დინასტიის წინააღმდეგ. მათი მესია გახდება ახალგაზრდა პოლ ატრეიდსი, ჰერცოგ ლიტოს ვაჟი, რომელიც მოკლეს ხარკონენებმა იმპერატორის ბრძანებით. პოლს დიდი მისია დაეკისრა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მთელი გალაქტიკის იმპერიის ბედს.