მარია თავის მეგობარ გოგონასთან - ბლანკასთან ერთად მუშაობს ყვავილების პლანტაციაში, მაგრამ მას აგდებენ სამსახურიდან, და საჭიროა მან იპოვოს ახალი შემოსავლის წყარო. მას შტავაზობენ გახდეს ცოცხალი კონტეინერი, ნარკოტიკების გადასატანად. მალე მარიას ბლანკაც შეუერთდება და მათ ერთად მოუწევთ ამ საქმის გაკეთება. მეგობრები ჯდებიან თვითმფრინავში, რომელიც ამერიკაში მიფრინავს. მარიას კი მუცელში 62 ჰეროინის პაკეტია.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავლის იდეალურ სამყაროში, სამყაროში დანაშაულისა და ომების გარეშე. და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მდიდრული, მშვიდი ცხოვრება იცვლება ანარქიით. ამ ღამეს ყველაფერი ნებადართულია: ქუჩების სიბნელეში ზოგი შურს იძიებს, ზოგი გართობას, ზოგიც ცდილობს გათენებამდე გადარჩეს..

პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.