რამდენი უსიამოვნება, შემთხვევითობა, დამთხვევა და უაზრობა შეიძლება დაემართოს ადამიანს სულ რაღაც ერთი ღამის განმავლობაში.

არმანის და ალბერტს მიაჩნიათ, რომ იდეალური ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ საკუთარი ღამის ბარი აქვთ მაიამის ცენტრში. მაგრამ მათ სიმშვიდეს მოულოდნელად დაარღვევს არმანის შვილის დაბრუნება, რომელიც ულტრაკონსერვატიული სენატორის კილის ქალიშვილის ცოლად შერთვას აპირებს. ამასთანავე სენატორი ცოლთან ერთად მოემართება სტუმრად მომავალი სიძის ოჯახის გასაცნობად. შეძლებენ არმანი და ალბერტი მათ მოტყუებას? კონსერვატორს საოცარი წარმოდგენა ელის.

გავიდა ხუთი წელი და ამავე სახელწოდების საკულტო ფილმის გმირის, ტონი მანეროს ცხოვრებაში შაბათის ღამის ციებ-ცხელება გრძელდება - ამჯერად მას მოუწევს მწვერვალის დაპყრობა, რომელსაც ბროდვეი ჰქვია.