1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ.

ჯულიან კეი ერთადერთი და განუმეორებელია: ის ლაპარაკობს ექვს ენაზე; დახვეწილი, ნაკითხი მოსაუბრეა; მგრძნობიარეა და ინტელეგენტური; უსაზღვროდ ელეგანტურია და მიმზიდველი. ვერცერთი ქალი ვერ რჩება გულგრილი მის მიმართ. ის – პროფესიონალი მაცდუნებელია, თანაც – ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდში. მისი გული დაცულია ზედმეტი ნაზი გრძნობებისაგან, რადგან სამსახურში ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. თითქოს, მომხიბლავი ჟიგოლოს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთ დილით მის კლიენტ ქალს მკვდარს პოულობენ და მკვლელობაში მას ადანაშაულებენ!