ჯიმი გენიოსია. ის პატარა ქალაქში მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. როგორც ყველა ბავშვი ჯიმიც დადის სკოლაში, თამაშობს, ერთობა, თუმცა ის ყველაზე ჭკვიანია. მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი გამოგონებები, რაც ბევრ წამყვან მეცნიერსაც კი არ დაესიზმრებოდა. ჯიმის ბრწყინვალე გონების წყალობით რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა შეუძლია. მან ხშირად იხსნა ქალაქი და მთელი პლანეტაც კატასტროფისგან; ცხადია, ეს ყველაფერი მეგობრების დახმარებით შეძლო. სრულყოფილ ბიჭუნას ერთი ნაკლიც – ძალიან დიდი თავი აქვს. კაცმა რომ თქვას, აბა ამდენი ტვინი სად დაეტეოდა.

ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა. მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.

ჯუნიმ და მისმა უფროსმა დამ კარმენიმ ჯერ კიდევ თავისი ძველი თავგადასავლებით დაამტკიცეს, რომ მათ არა მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ თავისი აგენტი-მშობლებისთვის, არამედ დამოუკიდებლად შეუძლიათ ნამდვილად ღირსეული ჯაშუშების საქმეები გააკეთონ.