ლედა კარუზო, იტალიური ლიტერატურის ბრიტანელი პროფესორია, რომელიც დასასვენებლად საბერძნეთის კუნძულ სპეცეში ბინას იქირავებს. სეზონის დასაწყისში, სანაპირო პრაქტიკულად ცარიელია, რაც მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, პირიქით ეს განქორწინებულ ქალს ფლირტის საშუალებას აძლევს, სადაც ლედა გრძნობს, რომ ის ჯერ კიდევ სასურველი ქალია. თუმცა, კუნძულზე მისი მშვიდი არდადაგები მოულოდნელად ნიუ-იორკიდან ხმაურიანი და ვულგარული ოჯახის ჩამოსვლით მთავრდება, რომლებიც პირდაპირ სანაპიროზე მდებარე უზარმაზარ ვილაში გადადიან. ერთ დღეს მის ყურადღებას საოცრად მიმზიდველი ახალგაზრდა დედა, ნინა მიიპყრობს. როდესაც მთავარი გმირი სანაპიროზე შეამჩნევს, რომ ნინას პატარა ქალიშვილი გაიქცა, ლედა მას უკან აბრუნებს. ამ შეხვედრის დამსახურებით 48 წლის ლედა საკუთარ შვილებს იხსენებს. ის ორი ქალიშვილის დედაა, მაგრამ ახლა 25 წლის ბიანკა და 23 წლის მართა მისთვის ძალიან დამღლელი ჩანს. მისი სამუშაო ყოველთვის ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე დედის როლის შესრულება.

ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.