1984 წელი, ისრაელის სახელმწიფო წყვეტს ეთიოპიიიდან ათასობით რეპატრიანტის ჩამოყვანას. ქალი, რომელიც თავად ავადაა, 9 წლის შვილს უშვებს ისრაელში რათა ის გადარჩეს. წმინდა მიწაზე ბიჭს იშვილებს ოჯახი, რომელიც ტუნისიდანაა.

ძალადობრივი ფილმებით შეპყრობილი 14 წლის ბენი გადაწყვეტს საკუთარი ვიდეო გადაიღოს და მშობლებს აჩვენოს, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვება.

მუქი ლურჯი თითქმის შავი - ეს არის გონების მდგომარეობა, ბუნდოვანი მომავალი, ფერი. ფერი, რომელსაც ყოველთვის ვერ აღვიქვამთ, რომელიც იცვლება განათების მიხედვით, თუ ვის აცვია და როგორ ხასიათზეა. სიცოცხლე შეიძლება სულის შემხუთავი იყოს მაშინ, როდესაც გარემოცვის მოლოდინის მიხედვით ცხოვრობ. ეს ეხება როგორც საზოგადოებას, ისევე ოჯახის მეგობრებს.

მეტ ლი ვიტლოკი პატივცემული პოლიციის შეფია ფლორიდის პატარა ქალაქში. მან უნდა გახსნას ორმაგი მკვლელობა სანამ თავად გახდება ეჭვმიტანილი. მან უნდა დაასწროს ყველას და გახსნას საქმე, რათა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.