ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1930 წლის გერმანიაში და მოგვითხრობს ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომუშავე ამერიკელი მომღერალი ქალის სასიყვარულო თავგადასავალის შესახებ.
ელი ფოქსს ერთი ოცნება აწუხებს: მიატოვოს ყველაფერი და გაიქცეს ოჯახთან ერთად სადღაც ჯუნგლებში, პირველყოფილ სამყაროში, ცივილიზაციის გამანადგურებელი გავლენისგან მოშორებით. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჯდება გემზე, რომელიც მიემგზავრება კოღოების სანაპიროზე. თუმცა, ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ფოქსის ჩაფიქრებული უტოპია სახიფათო აკვიატებად იქცევა და სამოთხის ძიებას გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა ცვლის.