უიკენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას შეეეცადა.ისინი გაიქცევიან და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროს ორივე მათგანი ნამდვილი მეგობრობის ძალას და საკუთარი ხასიათის უჩვეულო თავისებურებებს აღმოაჩენენ.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კლასიკური სიყვარულის ისტორია. მასწავლებელი ანა ლეონოვენსი ინგლისიდან ეგზოტიკურ სიამში ჩადის, მეფე მონგკუტის შვილების სასწავლებლად. მოულოდნელად, დასავლური მგრძნობიარობა ეჯახება აღმოსავლეთის მბრძანებლის ფსიქოლოგიას. დაძაბულობა იზრდება მაშინ, როცა მონგკუტი იგებს მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის შესახებ. როდესაც პოლიტიკური სიტუაცია მზადაა აფეთქებისთვის, ანას და მეფეს ერთი გამოსავალი რჩებათ – გახდნენ მოკავშირეები გმირულ ბრძოლაში სიამის ძლიერი მტრებისაგან გადასარჩენად.