1981 წელი, კგბ-ს პოლკოვნიკი გრიგორევი იმედგაცრუებული საბჭოთა რეჟიმით და იმით თუ სადამდე მივიდა ქვეყანა ბრეჟნევის მმართველობაში. იგი გადაწყვეტს შეცვალოს ქვეყანა, მოელაპარაკება ფრანგ ინჟინერს, რომელიც მოსკოვში ტომპსონზე მუშაობს, რომ მან გადასცეს დოკუმენტები აშშ-ს მთავრობას, დოკუმენტები "ცივი ომის" ყველაზე საინტერესო მომენტებს შეიცავს.

ზღვისპირა ქალაქი. ჩვეულებრივი სამუშაო ოჯახი. მამას და დედას მხოლოდ ყოველდღიური პრობლემები აწუხებს და უპრეტენზიო ამქვეყნიური სიხარულით კმაყოფილდებიან. ქალიშვილი ვერა, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა, დროს დისკოთეკებში ატარებს, ხეივანში ღვინის ბოთლს სვამს და შეყვარებულებს ესაუბრება. ვერას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა სტუდენტ სერგეისთან შეხვედრა - ის სხვა გარემოში გაიზარდა, დამოუკიდებლად აზროვნებს, აქვს სხვა კულტურული ფასეულობები. ახალგაზრდები „სხვადასხვა სამყაროდან“ ცდილობენ გაიგონ და მიიღონ ერთმანეთი.