თხუთმეტი წლის მია სან-ფრანცისკოში ცხოვრობს და ამერიკელი მოზარდის ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ მისი მამა კვდება და მია გაიგებს, რომ ის იყო ევროპული ქვეყნის პრინცი და ახლა ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრეა. ბებია, დედოფალი, ჩადის კალიფორნიაში, რათა მიას აცნობოს მისი წარმომავლობის შესახებ და დაინახოს, მიიღებს თუ არა იგი ტახტს. მას სურს, რომ მია ნამდვილ პრინცესად აქციოს ეტიკეტისა და მანერების სწავლებით.

ჩარლზ დიკენსის რომანის ეკრანიზაცია. როდესაც ახალგაზრდა ფინმა ესტელა პირველად ნახა, მისი გულისცემა აჩქარდა. მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, რომელიც ამბობს, რომ ვნება ესტელას მიმართ არაფერ კარგს არ მოუტანს, ფინი მომხიბვლელი გოგონას გულის დაპყრობას ცდილობს. წლების შემდეგ, სადუმლო კეთილისმსურველის დახმარებით, ახალგაზრდა ფინი ნიუ–იორკში აღმოჩნდება, სადაც კვლავ შეხვდება თავის სიყვარულს.

კომიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ართობს პუბლიკას პოლიტიკური სატირით, გადაწყვიტავს კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ყველასთვის მოულოდნელად იმარჯვებს. მაგრამ ცოტა ხანში პროგრამისტი ქალი გაარკვევს, რომ ეს საარჩევნო პროგრამის შეცდომა იყო.