აქსელი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში, სანამ მისი არიზონელი ბიძა ქორწილში არ დაპატიჟებს. ბიძამის სურს, რომ აქსელი ოჯახურ ბიზნესში ჩართოს. არიზონაში ჩამოსული აქსელი უცნაურ დედა-შვილს გაიცნობს და ერთერთ მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობას წამოიწყებს.
ალისა მთელი ცხოვრება მომღერლობაზე ოცნებობდა. სამწუხაროდ ზოგჯერ ოცნებები ოცნებებად რჩება. იგი გაიზარდა, გათხოვდა და ვაჟი ეყოლა.36 წლის ასაკში ქმარი დაეღუპა და უსახსროდ დარჩა 12 წლის შვილთან ერთად. მან ახალგაზრდობის გახსენება გადაწყვიტა და გაემგზავრა მონტერეიში. იქნებ ალისას ბედმა გაუღიმოს.
ორი მეგობარი პატარა ქალაქის დასაცავად დაიქირავეს, რომელიც რანჩოს მეპატრონის მმართველობის ქვეშ იჩაგრებოდა. მაგრამ მეგობრები ახალგაზრდა ქვრივი ქალის გამოჩენის გამო უხერხულ მდრომარეობაში აღმოჩნდნენ.