მივიწყებულ მომღერალს ორი დღე აქვს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ჩარტების ლიდერი ჰიტი შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცხოვრებაში წესიერი არაფერი დაუწერია, მას სტიმულს აძლევს წერის ნიჭით დაჯილდოვებული ექსცენტრიული ახალგაზრდა ქალი.
მიუხედავად იმისა, რომ მომხიბვლელი ტრიპი უკვე გადასცილდა 30, ვერაფრით ბედავს დატოვოს მშობლიური სახლი და საკუთარი ოჯახი შექმნას. ერთხელაც ტრიპის მშობლები თვითონ გადაწყვეტენ ტრიპის ცხოვრება მოაწყონ. ისინი დაიქირავებენ ლამაზ და ნიჭიერ გოგონას, იმის იმედით, რომ მათ შვილს ის შეუყვარდება და ბოლოს და ბოლოს წავა მათი სახლიდან.