მოულოდნელი ზარი წარსულიდან ორ მეგობარს შოკში აგდებს. მათ საყვარელი მეგობარი რანჩო პოულობს, რომლის მოძებნაც 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს.თუმცა, რაც ძალიან გინდა ბოლოს აუცილებლად აგისრულდება. რანჩო აიძულებს მათ ცხოვრებისეული შეხედულებები შეიცვალონ და სწორი არჩევანი გააკეთონ.

რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.

სინ-აე მიდის თავის ვაჟთან ჯანთან ერთად მირიანგში, ქალაქში, სადაც მისი გარდაცვლილი ქმარი დაიბადა. როგორც კი ის ცდილობს ჩავიდეს იქ და ახალად დამკვიდრდეს, ახალი ტრაგკული მოვლენები იწყება მის ცხოვრებაში.

სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.

ჰერიეტი ყოფილი ბიზნეს ლედია, რომელიც ცდილობს აკონტროლოს ყველაფერი მის გარშემო. იგი საკუთარი ნეკროლოგის დაწერას გადაწყვეტს. ახალგარდა ჟურნალისტი ამოცანად საისახავს სიმართლის გაგებას.

ბიჭი დგას ხიდზე და თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. ამ დროს გოგონა მოტოციკლით გადავარდება ხიდიდან, ბიჭი გადახტება, გადაარჩენს და სავადმყოფოშიც გაყვება. გოგონას არაფერი არ ახსოვს, იოტა ისარგებლებს ამით და ექიმებს და მასაც არწმუნებს, რომ ისინი შეყვარებულები არიან უკვე ოთხი წელია და ერთად ცხოვრობენ.