ომისშემდგომი რომი. დიდი ხნის უმუშევარი ანტონიო რიკი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა – მან ბოლოს და ბოლოს იშოვა სამსახური. მაგრამ პირველივე სამუშაო დღეს მას ველოსიპედი მოპარეს, რომლის გარეშეც მუშაობა შეუძლებელია! პატარა შვილთან ბრუნოსთან ერთად ის სცდილობს დიდ ქალაქში მოპარული ველოსიპედის პოვნას, რომელზეც მისი ოჯახის ცხოვრებაა დამოკიდებული.

მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა. დღისით-მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გულისთვის. მოწმემ - ცხრა წლის კალოჯერომ - არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო,სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა.

გაჭირვებული იტალიელი კაცი, იქცევა ფაშისტ მლიქვნელად, რომელიც გაემგზავრება საზღვრებს გარეთ, მისი ყოფილი მასწავლებლის მოსაკლავად, რომელიც ახლა პოლიტიკური დისიდენტია.

ფილმის მთავარი გმირების ისტორია ასე ვითარდება. ახალგაზრდა , მომხიბვლელი გოგონა ანგარების გამო მოხუცზე ქორწინდება. სიყვარულის, ღალატისა და მკვლელობის ამბავი იტალიის ერთ პატარა პროვინციაში ვითარდება.

მდიდართა სახლში გამოჩნდება უცნაური სტუმარი. ის რიგრიგობით სექსუალურ ურთიერთობას ამყარებს ოჯახის ყველა წევრთან- ვაჟთან, ქალიშვილთან, დედასთან, მამასთან და მსახურთან. სტუმარი მიდის და ოჯახის ჩვეული ცხოვრება საფუძვლიანად ინგრევა.

ფრანკო ძეფირელის ნახევრად ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს მეორე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და დროს მიმდინარე მოვლენებს იტალიაში.