ტედ კრამერი კარიერისტია, მისთვის სამსახური ოჯახზე მეტს ნიშნავს. მის ცოლს, ჯოანას ამის ატანა აღარ შეუძლია და ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. ტედი იძულებულია ოჯახზე და პატარა შვილზე, ბილიზე იზრუნოს. როცა ტედი ახალ პასუხისმგებლობას შეეგუება, ჯოანა კვლავ გამოჩნდება შვილის დასაბრუნებლად. თუმცა ტედი არ დათმობს ბილის და ცოლ-ქმარი სასამართლოს მიმართავს შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად.

უმუშევარ მსახიობს მძიმე ხასიათის გამო ცუდი რეპუტაცია აქვს და საპნის ოპერაში როლის მისაღებად ის ქალის ტანსაცმელს გადაიცვამს.

ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.

ადმინისტრატორს იტაცებენ, მის ცოლს კი ევალება თანხის მიტანა.