შთამბეჭდავი საგა შავკანიან ლიდერზე მალკოლმ იქსზე. მან დაიწყო გარლემში როგორც განგსტერმა, გაისვარა ხელი ცოდვებში, მაგრამ იმის მერე რაც მოხვდა ციხეში, იქ გასუფთავდა ისლამის ზემოქმედებით. ფილმში საკმაოდ დეტალურად და რეალურად არის გადმოცემული მალკოლმ იქსის ცხოვრება და ბრძოლა რასიზმის, კორუფციის და უკანონობის წინაამღდეგ

მსოფლიო ჩემპიონი კრივში – ჯეიმს ჩემბერსი, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ხვდება. მას ვარსკვლავის ტიტული ჩამოერთმევა და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, სადაც უკვე 10 წელია ზის ხელშეუხებელი ჩემპიონი მონრო ჰატჩინსი. დაუმარცხებელი ჩემბერსი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე მისი მომრევი არავინაა. ის ყოველთვის მზადაა, ეს დაამტკიცოს. თუმცა, არც ჰატჩინსს სურს დამარცხება. სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა იწყება.