ნევროზული ჰარი ბლოკი - წარმატებული მწერალია, რომელმაც მთელი ავანსი ახალ წიგნზე დახარჯა, რომელიც ვერადავერ დაიწყო. ყველაფერთან ერთად მორიგი პრობლემა უნდა გადაჭრას, რომელიც მის უამრავ ქალთან და მეგობართან ჩახლართულ ურთიერთობებს ეხება.
ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.
მდიდართა სახლში გამოჩნდება უცნაური სტუმარი. ის რიგრიგობით სექსუალურ ურთიერთობას ამყარებს ოჯახის ყველა წევრთან- ვაჟთან, ქალიშვილთან, დედასთან, მამასთან და მსახურთან. სტუმარი მიდის და ოჯახის ჩვეული ცხოვრება საფუძვლიანად ინგრევა.
ფეი კოლეჯის პროფესორია და მრავალი წელია ბედნიერად არის დაქორწინებული, მაგრამ ოჯახურ ურთიერთობებში კრიზისი წარმოიშვა, ქმარი დეპრესიაში ჩავარდა და აღარ აქცევს ყურადღებას. მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როცა მისი და ჩიკაგოდან ჩამოდის და სტრიპტიზ კლუბში მიათრევს...