დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება .
ვიეტნამი 1950 წელი. გამოცდილი ბრიტანელი ჟურნალისტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ერთ-ერთ მხარეში ცხოვრობს. ბედნიერებაც იპოვა, მომხიბვლელი გოგონას - ფონგის სახით. ახალგაზრდა ამერიკელის პაილას გამოჩენის შემდეგ, ტომასის წყნარი ცხოვრება იცვლება. ტომასისა და ფონგის სასიყვარულო ამბის გაგება კი პაილას აგრესიას იწვევს და ის ტომასის მოწინააღმდეგე ხდება.
მსხვილი იაპონური კორპორაციის დირექტორთა საბჭოს სხლდომის დარბაზში იპოვეს დახრჩობილი მეძავი. ამ მკვლელობის გამოძება დაავალეს დეტექტივს, რომელიც ერკვევა იაპონურ კულტურაში და ლოს–ანჟესელელ ოფიცერს. ცოტა ხანში გაირკვევა, რომ გარდაცვლილი გოგონა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ამ თავსატეხის გამოსაძიებლად, ისინი უახლოვეს ტექნოლოგიების და ძველებური ტრადიციების სამყაროში ჩაიძირებიან.