ჰონგ-კონგი, სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ. სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს.

აშშ-ს ელიტის დივერსიული სპეცრაზმის გენერალი ფრენსის ჰუმელი თავის საუკეთესო ქვეშევრდომებთან ერთად იპარავს სასიკვდილო გაზის რაკეტებს. შემდეგ კი ის ტურისტებს მძევლად აიყვანს ყოფილ ალკატრასის ციხეში. ფრენსისი FBI-ს დირექტორს ანგარიშზე 100 მილიონი დოლარის გადარიცხვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სან-ფრანცისკოს სარაკეტო შეტევას განახორციელებს.

იდეალური სიყვარული. იდეალური ცხოვრება. რას შეეძლო ყველაფრის გაფუჭება? ისევ ის ბრიჯიტი! დღიური კი სხვა. ბრიჯიტი, მარკ დარსისთან ურთიერთობაში, უკვე სირთულეებს განიცდის. გარდა ამისა მას ახალი ბოსი ჰყავს, ახალ დამკვეთს ჭკუიდან გადაჰყავს და მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი შვებულება იწყება.

ბრიტანელი გამომგონებელი, ჩინელი ქურდი და ფრანგი მხატვარი სანაძლეოს დადებენ, რომ 80 დღეში დედამიწის გარშემო იმოგზაურებენ.

მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.

ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარეებისგანაა. და იმის მიუხედავად, რომ მისი კომპანიის უცოლოების რიგები დღითიდღე ცარიელდება, ჯიმი მორიგ გოგონასთან ერთობა. ენ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო! და მაინც დადგება საბედისწერო დღე, როდესაც ჯიმის მოუწევს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესვლა. მემკვიდრეობის გულისთვის. და აღმოჩნდება, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია!