უიკენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას შეეეცადა.ისინი გაიქცევიან და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროს ორივე მათგანი ნამდვილი მეგობრობის ძალას და საკუთარი ხასიათის უჩვეულო თავისებურებებს აღმოაჩენენ.

კლარენს ვორლი და ალაბამა უიტმენი შეხვდნენ და ღამე ერთად გაატარეს. ალაბამამ აღიარა, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს რთულ სფეროში "call-girl", ანუ "call girl". კლარენს ვორლი არ იყო სუპერმენი, თუმცა, ალაბამას სუტენიორს "ეწვია", მან დატოვა ორი გვამი - სუტენიორი და მისი დაცვა.

1959 წელს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად კიტი და მისი არასრულწლოვანი შეყვარებული ჰოლი გაიქცნენ ჰოლის მამის მკვლელობის შემდეგ, რომელმაც აუკრძალა მათ შეხვედრა. მონტანას უდაბნოში მიმავალი წყვილი გზად ცივსისხლიანი მკვლელობების სერიას ჩაიდენს.

ბონი და კლაიდი ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორიაა, სადაც განგსტერების წყვილი ბონი და კლაიდი,ძარცვავენ ბანკებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.

მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.

ფილმი მოგვითხრობს დაქირავებული მკვლელის ისტორიას, რომელიც ყოფილ ბოსთან კონფლიქტის გამო იძულებულია გაიქცეს და დაიცვას საკუთარი ოჯახი