მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის, თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა.
1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.
ინგლისელი მწერალი სარა მორტონი ჩამოდის თავისი გამომცემელის ქალაქგარეთა სახლში, იმისათვის რომ სიმარტოვეში,თავიდან ბოლომდე მიუძღვნას თავი სამუშაოს და რამოდენიმე თვეში ახალი ბლოქბასტერი წარმოადგინოს. მაგრამ სარა თავისი ახალი რომანის მხოლოდ რამოდენიმე წინადადების დაწერას მოასწრებს და მის სიმარტოვეს დაარღვევენ. ვილაზე ჩამოდის ახალგაზრდა გოგონა ჟიული – მეპატრონის ქალიშვილი. იმის გარდა, რომ გოგონა მუდამ სარას ხელს უშლის თავისი ლაპარაკებით და გამუდმებით უსმენს მუსიკას, მას ყოველ ღამეს თავის საძინებელში ახალი "მდგმურენო" მოყავს.
ერთხელ ციხეში ჯეი ხვდება ავსტრალიის ყველაზე ცნობილ კრიმინალს, ბრენდან ლინჩს. ლინჩი ჯეის მფარველობას სთავაზობს ციხეში და სანაცვლოდ ჯეი თანახმაა დაეხმაროს მას, როცა ის თავისუფალი იქნება. ლინჩის ბანდასთან ერთად ჯეის მოუწევს ოქროს მთავარი ქურდობა. ძარცვისთვის მზადებისას ჯეი ბანდის გოგონას ნატაშას ხვდება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და იწყებენ ფიქრს კრიმინალური სამყაროს დატოვებაზე, მაგრამ ეს საერთოდ არ არის ბრენდან ლინჩის გეგმებში...