კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. აქ ყველა რაღაცას მალავს.